ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საუკეთესო გამოცდილების გაზიარება

აღმოსავლეთ პარტნიორობის ესტონური ცენტრისა და ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს მიწვევით, პროექტის ,,ესტონური რეფორმის გამოცდილება და ესტონელი ექსპერტების შუამდგომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით     ესტონეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოხდა  შიდა აუდიტის ფუნქციის ჩამოყალიბებისა და განვითარების საუკეთესო გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკაში დანერგილი მეთოდოლოგიის, მიდგომებისა და სამუშაო დოკუმენტების გაცნობა.

საქართველოს წარმომადგენლებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ორდღიან კონფერენციაში „სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის შიდა აუდიტორთა მრგვალი მაგიდა 2017“, რომლის ფარგლებშიც,  განვითარებულ ქვეყნებში (ნორვეგია, ფინეთი, ესტონეთი, ლიტვა, ლატვია) შიდა აუდიტის უახლეს ტენდენციებს, მიდგომებსა და  საუკეთესო გამოცდილებას გაეცნენ.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ესტონურმა მხარემ გამოხატა შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის გაძლიერებისა და საერთაშორისო  სტანდარტებთან მეტად დაახლოების მიზნით, საჭირო ღონისძიებების მხარდაჭერის მზაობა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე