ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო განათლების სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ორდღიანი კონფერენცია - „სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასება: სასკოლო განათლების ძირითადი გამოწვევები“ იმართება.

კონფერენციის მიზანია საზოგადოებისა და განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელთა ინფორმირება საქართველოს სასკოლო განათლების სისტემაში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლა-სწავლებაში არსებული ვითარების შესახებ, ასევე ფართო დიალოგის ინიცირება განათლების ხარისხის ამაღლებისა და სწავლის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად. კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასებების შედეგები მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.

კონფერენციის პირველი დღე დაეთმო სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასების ძირითადი მიგნებების პრეზენტაციას (მოსწავლეთა მიღწევები და განათლების პოლიტიკა), მეორე დღეს კი დაგეგმილია დისკუსიები იმ ქმედითი ღონისძიებების თაობაზე, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა მიღწევების გაუმჯობესებას და ზოგადად სასკოლო განათლების ხარისხის ზრდას (რა უნდა შეიცვალოს და როგორ?).

კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა“ (MCA) და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (MCC) მხარდაჭერით ტარდება. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ განათლების სისტემისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ექსპერტები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები.

სასკოლო განათლებაში არსებული ვითარების შესაფასებლად ქვეყნები სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევების შედეგებს იყენებენ. სახელმწიფო შეფასება ეროვნული მასშტაბით არსებული სურათის შესწავლაზეა ორიენტირებული, ხოლო საერთაშორისო კვლევები ქვეყნის შედეგების გლობალურ კონტექსტში შეფასების საშუალებას გვაძლევს. საერთაშორისო და სახელმწიფო შეფასებები საქართველოში რეგულარულად ტარდება და მას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე