ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სტუ-ში მედია-ტექნოლოგიების ახალი ლაბორატორია გაიხსნა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  მედია-ტექნოლოგიების ლაბორატორია და სტუდენტური ტელევიზია გაიხსნა. ლაბორატორიის ფარგლებში სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს და ყველა დაინტერესებულ პირს სასწავლო პროცესის პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერებასთან ერთად, საშუალება ეძლევათ შექმნან მედია-ბაზრისთვის (და არა მარტო) მოთხოვნადი პროდუქტები.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ლაბორატორიაში დამონტაჟებულია მსოფლიო დონის 3დ სტერეოსკოპული აგრეგატი (Rig), რომელიც ინჟინერ-გამომგონებელმა ზაზა ლომიძემ, რუსთაველის ფონდის მირ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში შექმნა.

თანამედროვე ლაბორატორია და ახალი სასწავლო პროგრამები ეს ის სიახლეა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს გზას დიდი ჟურნალისტიკისაკენ გაუკვლევს. მალე „სტუსტარი“ თავის გადამწყვეტ სიტყვას იტყვის.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე