ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკის მშვიდობის კორპუსთან თანამშრომლობა უფრო გაძლიერდება

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ ამერიკის მშვიდობის კორპუსის მაღალი რანგის დელეგაციას და ამერიკის ელჩს საქართველოში იან კელის უმასპინძლა. მშვიდობის კორპუსის დელეგაცია წარმოდგენილი იყო დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შეილა ქროულის ხელმძღვანელობით. დელეგაციის წევრებს შორის  იყო თეთრ სახლში მშვიდობის კორპუსის წარმომადგენელი მეთ მაკკინი.

მშვიდობის კორპუსის დელეგაციასთან შეხვედრის მიზანი  ჩვენი ქვეყნის საკვანძო პარტნიორებთან დიალოგი და ელჩთან ერთად, საქართველოში მშვიდობის კორპუსის მიმდინარე  და მომავალი საქმიანობის განხილვა იყო.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ამერიკულ მხარეს  განათლების სფეროში სხვადასხვა მიმართულებით დაგეგმილი რეფორმები გააცნო და ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა არსებული პრიორიტეტების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს განათლების სფეროში არსებული გამოწვევები და დასახეს სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდროდ თანამშრომლობის გეგმები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე