ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო დაწესდა

კოალიციის "განათლება ყველასათვის" და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინიაციატივითა და ორგანიზებით, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კამპანია და შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს და მისი სლოგანია „მო­მა­ვა­ლი გა­ნათ­ლე­ბა­შია“. ინი­ცი­ა­ტი­ვა პირ­ვე­ლად ხორციელ­დე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და მას­წავ­ლე­ბელ­თა პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ი­სა­კენ მი­მარ­თუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის „The Global Teacher Prize“ ნა­წი­ლია.

კონკურსის 5 ფინალისტი სექტემბერში გამოვლინდება, ხოლო მათგან ერთ-ერთს, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო და პრიზი - 10 000 ლარი გადაეცემა. 

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან - ინა გუდავაძე-პატარკაციშვილი, ტელეკომპანია "იმედი" და საზოგადოებრივი მაუწყებელი. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური - „ჩვენ უკ­ვე გვაქვს სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­ვუ­ერ­თ­დეთ მას­წავ­ლებ­ლე­ბის გლო­ბა­ლურ ჯილ­დოს, რო­მელ­შიც მრა­ვა­ლი ქვეყ­ნის მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ნა­წი­ლე­ობს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი პრი­ზია, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უფ­რო მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ის არის, რომ, პრიზ­თან ერ­თად, ეს არის პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ხელს უწყობს მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას და პრო­ფე­სი­ის პრეს­ტი­ჟის ზრდას გა­ნა­პი­რო­ბებს, თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელს უჩენს მო­ტი­ვა­ცი­ას, გახ­დეს ბევ­რად უკე­თე­სი და მი­ი­ღოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა კონ­კურ­ს­ში. გლო­ბა­ლუ­რი კონ­კურ­სის საწყი­სი ეტა­პი სწო­რედ ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოა“.

ეროვნულ კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­უძ­ლია მოქ­მედ მას­წავ­ლე­ბელს, რო­მე­ლიც ას­წავ­ლის ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჯა­რო ან კერ­ძო ავ­ტო­რი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. კონ­კურ­სან­ტე­ბის რე­გის­ტ­რა­ცია ვებ­გ­ვერ­დ­ზე — www.tprize.ge —31 მა­ი­სი­დან 14 ივ­ლი­სის ჩათ­ვ­ლით მიმდინარეობს. ამის შემ­დეგ, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კონ­კურ­სან­ტ­თა შერ­ჩე­ვის სა­მე­ტა­პი­ან პრო­ცესს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საწყი­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, 17 წევ­რი­სა­გან და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი ჟი­უ­რი წარ­მარ­თავს. ჟი­უ­რი და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლია: გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის, სა­მეც­ნი­ე­რო/სას­წავ­ლო წრე­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ე­ბი­სა და სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ა­ში წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­გან.

ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი უნ­და აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს შემ­დეგ კრი­ტე­რი­უ­მებს: 
  • მოს­წავ­ლე­ე­ბის სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა; სწავ­ლე­ბის ინო­ვა­ცი­უ­რი და ეფექ­ტუ­რი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; 
  • ზო­გად­სა­კა­ცობ­რიო მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პრინ­ცი­პე­ბის სწავ­ლე­ბა; 
  • სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აღი­ა­რე­ბა და სა­მო­ქა­ლა­ქო აქ­ტი­ვო­ბა; 
  • პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე