ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ხელოვნების თავისუფალი გაკვეთილები თბილისის მე-60 სკოლაში

თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში წარმატებით დაინერგა თავისუფალი გაკვეთილები,  რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა  პროექტები - „დეკუპაჟი ანუ, ძველი ნივთების განახლება“ და „ხელნაკეთი წიგნების შექმნა“ განახორციელეს. მათ დაძველებულ, დაზიანებულ და უსარგებლო ნივთებს ახალი სიცოცხლე შესძინეს, გააახლეს და ფუნქცია დაუბრუნეს, შექმნეს სიუჟეტები, ილუსტრაციები და თავისი ხელით ააწყვეს პატარა წიგნები. მოსწავლეების საქმიანობას გაეცნო და პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები დაათვალიერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

განათლების ხარისხის ამაღლებისა და მოსწავლეთა სწავლისადმი მოტივაციის გაზრდის  მიზნით, სკოლებში “თავისუფალი გაკვეთილები” დაინერგა. არაფორმალური, თავისუფალი გაკვეთილები სკოლების გაძლიერების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბერკეტია, რადგან სახელმწიფოს მხრიდან მისი დაფინანსებით გაიზრდა როგორც სკოლის მოქმედი მასწავლებლების, ისე დირექცია/ადმინისტრაციის შემოსავალი და შესაბამისად, მოტივაცია. სასკოლო ცხოვრება  უფრო აქტიური, სახალისო და  მოსწავლეებისთვის საინტერესო გახდა.

თავისუფალი გაკვეთილები გულისხმობს მოსწავლის ინტერესებზე მორგებულ კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება საგაკვეთილო პროცესისგან, არ ითვალისწინებს საშინაო დავალებების მომზადებას, მოსწავლის შეფასებას, არის ნებაყოფლობითი და არ აქვს საგაკვეთილო სახე. 

პროგრამაში მიმდინარე სასწავლო წელს 800 საჯარო სკოლა ჩაერთო. თავისუფალი გაკვეთილები ტარდება შემდეგი მიმართულებების ფარგლებში:

●     სპორტული აქტივობები;

●     წიგნიერების განვითარება;

●     კულტურა/ხელოვნება;

●     ინტელექტუალურ-შემეცნებითი აქტივობები.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე