ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დირექტორთა საბჭოს სხდომა

საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა საბჭო ყოველთვიურად იკრიბება და იმ  საკითხებს განიხილავს, რომელიც  საქართველოს ყველა სკოლისთვის მნიშვნელოვანია. მათ შორის არის პრობლემური თემებიც, რაც ცალკეულ სკოლებს აერთიანებს, სწორედ თითოეულ მათგანზე მსჯელობა და მათი გადაჭრის გზების ძიება არის საბჭოს დანიშნულება. მორიგი სხდომა დღეს, თბილისის 117-ე საჯარო სკოლაში გაიმართა და მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა წარმართვდა.

სკოლის დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სამ მნიშვნელოვან საკითხზე - სასკოლო განათლების სახელმწიფო და საერთაშორისო შეფასების შედეგები, საზაფხულო ბანაკების პროექტი, რომელიც წელს სრულიად განახლებულ ფორმატში  და  11000 მოსწავლის მონაწილეობით ჩატარდება და მცირეკონტიგენტიანი სკოლების ახალი ინფრასტრუქტურული პროექტები. შემდეგ საბჭოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე