ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების მასწავლებლებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ

პროფესიული განათლების მასწავლებლები მშენებლობისა და ტურიზმის მიმართულებით, სასწავლო ვიზიტით სლოვაკეთში იმყოფებოდნენ. პროექტი „ევროპელი მასწავლებელი“ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მიერ იქნა ინიცირებული და ორგანიზებული. მასწავლებლები კონკურსის წესით შეირჩნენ.

სასწავლო ტურის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ პროფესიული საგანათლებლო დაწესებულებების სტრუქტურას, სასწავლო გარემოსა და სასწავლო რესურსებს. სამუშაო შეხვედრები გაიმართა სლოვაკეთის განათლების სამინისტროს პროფესიული განათლების დეპარტამენტთან. მასწავლებლები გაეცნენ სლოვაკეთში დუალური პროფესიული განათლების დანერგვის თავისებურებებსა და სიძნელეებს. ასევე, ამ სიძნელეების გადაჭრის იმ გზებს, რომელიც სლოვაკეთმა გაიარა.

სლოვაკეთის გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, ვინაიდან 2015 წელს დაიწყო დუალური პროფესიული განათლების დანერგვა ამ ქვეყანაში. დანერგვაში სლოვაკეთს პარტნიორობას გერმანია და ავსტრია უწევს. როგორც პოსტსოციალისტური ქვეყანა, სლოვაკეთს მსგავსი გამოციდლება აქვს, ამიტომ ევროინტეგრაციის გზაზე და ჩვენი პროფესიული განათლებისთვის, სლოვაკეთის გამოცდილება განსაკუთრებით გასათვალისწინებელია.

პროფესიული განათლების მასწავლებლებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა რაკურსით დაენახათ სლოვაკეთის პროფესიული განათლების სისტემა. ისინი შეხვდნენ მასწავლებლებს, სტუდენტებს, სასწავლებლების ხელმძღვანელებს და ასევე განათლების პოლიტიკის გამტარებელ ინსტიტუციებს.

დაისახა ბრატისლავას პროფესიული განათლების კოლეჯის თანამშრომლობის გზები კოლეჯ „იკარუსსა“ და „აისს“ შორის, ასევე გაჩნდა გამოცდილების გაზიარების პერსპექტივები სლოვაკეთის განათლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცინერების სამინისტროებს შორის.

სასწავლო ტურში მონაწილე მასწავლებლებს სერტიფიკატები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინსტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გადასცეს.

უნდა აღინიშნოს, რომ სლოვაკეთში საქართველოს ელჩმა მასწავლებლებს საელჩოში დახვედრა მოუწყო და ლექცია ჩაუტარა თემაზე - საქართველოს ვიზალიბერლიზაცია და ვალდებულებები.

პროექტი „ევროპელი მასწავლებელი“ მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის ICMPD მიერ იყო დაფინანსებული.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე