ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქუთაისელი მოსწავლეების გამოგონება

მეოთხე-მეხუთე კლასელმა ქუთაისელმა მოსწავლეებმა გამოყენებითი ფიზიკის, მათემატიკისა და ინფორმატიკის თავისუფალ გაკვეთილებზე „სიმაღლის მზომავი დეკოდერი“ დაამზადეს და ამით თავიანთი იდეის სრულფასოვანი რეალიზაცია მოახდინეს. უნიკალური ხელსაწყო ნებისმიერ სიმაღლეს ზომავს, მათ შორის მიუწვდომელ ადგილებში. ორი გოგონასი და ოთხი ვაჟისაგან შემდგარმა გუნდმა დღეს, პროექტი „სიმაღლის გაზომვის მეთოდები“ ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებს წარუდგინეს. პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ეზოში გადაინაცვლეს და მათ მიერ შექმნილი რობოტი საჰაერო ბუშტის საშუალებით, ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის სიმაღლე გაზომეს. ამ მოსწავლეებთან და საქართველოს რამდენიმე ათეულ სკოლასთან აქტიურად თანამშრომლობს ტექნიკური უნივერსიტეტის ვირტუალური მოდელირებისა და კონსტრუირების ცენტრის წარმომადგენლები და ხელმძღვანელი პროფესორი დავით სონღულაშვილი, ისინი მეთოდურად დიდ დახმარებას უწევენ მოსწავლეებს იდეების რეალიზებაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე