ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრი გახდება

ქუთაისში კავკასიის რეგიონში უდიდესი, თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ლაბორატორიებით აღჭურვილი საუნივერსიტეტო ქალაქი გაშენდება. საქართველოში საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრის შექმნის პროგრამის განხორციელებაში, როგორც ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის, ასევე სხვა პროექტების მხარდაჭერის მიზნით, აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ქართუ" მიიღებს. შესაბამის მემორანდუმს დღეს, ხელი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა მოაწერეს.

განათლების სისტემის პრიორიტეტულ ამოცანას უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უმაღლესი განათლების შეთავაზება, უმაღლესი განათლების სფეროს ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა და მთელი სიცოცხლის მანძილზე უწყვეტი განათლების სისტემის ხელშეწყობა  წარმოადგენს. მეცნიერების განვითარების მიმართულებით, ასევე მნიშვნელოვანია, კვლევითი პროდუქციის კომერციალიზაცია და ინოვაციების  განვითარება,  კვლევით საქმიანობაში საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება, მეცნიერების პოპულარიზაცია საქართველოში და ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა.  შესაბამისად,  ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი, აღნიშნული მიზნებისა და ამოცანების მიღწევისა და განხორციელების  საუკეთესო საშუალება გახდება. 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე