ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სასკოლო კვებაზე პასუხისმგებელი პირები გადამზადდებიან

საჯარო სკოლების კვების ობიექტების პროვაიდერი კომპანიების წარმომადგენელთა გადამზადების  პროექტი დაიწყო. ახალი პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადდება ყველა საჯარო სკოლის ყველა ბიზნესოპერატორი, ანუ პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან სკოლებში მოსწავლეთა ჯანსაღ კვებაზე.

პროფესიული კოლეჯის „იკაროსი“ ბაზაზე, უკვე დაიწყო პირველი, 15-კაციანი ჯგუფის გადამზადება. მონაწილეებს დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი შეხვდა. 

ტრენინგის ფარგლებში, კოლეჯის პედაგოგები ჯგუფის წევრებს გააცნობენ ჯანსაღი კვების პრინციპებს და აუცილებლად გასათვალისწინებელ სანიტარულ ნორმებს, ასევე როგორ უნდა შეინახონ პროდუქტები და როგორ უნდა მომზადდეს საკვები, რომ მან არ დაკარგოს ჯანსაღი თვისებები, მონაწილეები ასევე გაეცნობიან სასკოლო მენიუს შედგენას. თავად მსმენელებს მოეთხოვებათ იზრუნონ მენიუს გამდიდრებაზე, მრავალფეროვან არჩევანზე,  ჯანსაღი საკვების მომზადების ახალ რეცეპტებზე. მნიშვნელოვანია ასევე პროვაიდერმა იზრუნოს პროდუქტის იმ სახით მიწოდებაზე (იგულისხმება შეფუთვა, დიზაინი..), რომ ბავშვისთვის მიმზიდველი იყოს ხილი, ბოსტნეული ანუ, ის ჯანსაღი პროდუქტი, რომელსაც ბავშვები ძირითადად არ ეტანებიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  გადამზადებას უფასოდ სთავაზობს სასკოლო  კვების პროვაიდერ ყველა კომპანიას. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე