ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული გადამზადების ახალი ტრენინგ-ცენტრი გაიხსნა

საზოგადოებრივმა კოლეჯმა „სპექტრი“ კომპანიის „ხელოსნების ქალაქი“ ბაზაზე, ახალი ტრენინგ-ცენტრი გახსნა, სადაც დუალური განათლების პილოტირება „დურგლის“, „ხის მხატვრული დამუშავების“ და „ავეჯის კონსტრუირების სპეციალობების“ მიმართულებით განხორციელდება.

ცენტრის დაარსება კოლეჯსა და კომპანიას შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა. აღნიშნული შეთანხმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი,  კადრების გადამზადებასა და მათ შემდგომ დასაქმებას გულისხმობს. ამავე მემორანდუმის საფუძველზე, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში,  კომპანიაში „ხელოსნების ქალაქი“ წარმატებით განხორციელდა „სპექტრის“ სტუდენტთა გადამზადება პროგრამის „ავეჯის კონსტრუირების სპეციალისტი (დურგალი)“ მიმართულებით.

დუალური განათლება აუცილებელია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის, იგი ემსახურება შრომის ბაზრით განსაზღვრული უნარების გაძლიერებას, შესაფერისი კადრების მოძიების პროცესის გამარტივებას, არასაკმარისი ადამიანური კაპიტალის შემცირებას, კერძო სექტორის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიციური კადრის მიწოდებას და კომპანიის კონკურენტუნარიანობის გაზრდას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

დუალური განათლება, როგორც სტუდენტზე მორგებული განათლება, ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე სტუდენტების მიერ თავის მომავალი პროფესიის გაცნობის შესაძლებლობას, ჩართულობას პროგრამის დაწყებიდანვე მთელ საწარმოო ციკლში, პრაქტიკული ცოდნისა და უნარების განმტკიცებას და მაღალი კონკურენტუნარიანობას შრომის ღია ბაზარზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე