ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეები ერთამნეთს ცოდნაში შეეჯიბრნენ

ბათუმში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი 2016-2017“ ფინალური ღონისძიება გაიმართა. „ეტალონი 2016-2017“ სოციალურ-საგანმანათლებლო  პროექტის  „ეტალონი“  ფარგლებში იმართება და მისი ფინანსური მხარდამჭერი საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროა.

პროექტი მიზნად ისახავს მოსწავლეებში განათლების პოპულარიზაციას, ცოდნის გაღრმავებისა და ინფორმაციის მოძიების ხელშეწყობას, დაინტერესების და მოტივაციის გაზრდას. პედაგოგთა შრომის ხელშეწყობას, დაფასებას, ნიჭიერი და გამორჩეული მოსწავლეების აღმოჩენას, წარმოჩენას და წახალისებას.

პროექტი ხელმისაწვდომია საქართველოს ყველა სკოლის უფროსკლასელებისთვის (8-11 კლასი), მიმდინარეობს ორ ეტაპად: პირველი ეტაპი - ტესტირებები სკოლებში, სპეციალური ვებ- პორტალის მეშვეობით, რომლის შედეგადაც ირკვევა მეორე ეტაპზე გადასულ მოსწავლეთა ვინაობა. მეორე ეტაპზე ღონისძიება-კონკურსები - იმართება ადგილებზე (მუნიციპალიტეტებში და თვითმმართველ ქალაქებში) ცალ-ცალკე. მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები ე.წ. ლაივ რეჟიმში ეჯიბრებიან ერთმანეთს და ვლინდება გამარჯვებული - მუნიციპალიტეტის ან ქალაქის/ რაიონის „ეტალონი მოსწავლე“.

2016-2017 სასწავლო წლის ინტელექტ-ჩემპიონატი 2016 წლის ოქტომბრიდან მიმდინარეობდა და ბათუმში გრანდიოზული ფინალით დასრულდა. „საქართველოს ეტალონი მოსწავლე" გახდა ლაილაშის სკოლის მოსწავლე ვახტანგ ჩაჩხიანი.

ფინალურ ღონისძიება-კონკურსში მონაწილეობას იღებდა 83 „ეტალონი მოსწავლე“, რომლებმაც წარმოადგინეს საკუთარი  მუნიციპალიტეტები/თვითმმართველი  ქალაქები,  ქალაქ  თბილისის   10 რაიონი, აფხაზეთის ა/რ სკოლები და აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტი - მათ შორის გამოვლინდა 2016-2017 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.

ფინალური კონკურსის საპრიზო ადგილების მფლობელებს გადაეცათ ფულადი პრიზები და საჩუქრები.

საყურადღებო სტატისტიკა:

2016  წლის  ოქტომბრიდან  საქართველოს ეროვნულ  ინტელექტ-ჩემპიონატში  ჩართული სკოლების რაოდენობა შეადგენს 1833 სკოლას (პროექტში ჩართვის შესაძლებლობის მქონე სკოლების 96,4%), პროექტში ჩართულ მოსწავლეთა რაოდენობა შეადგენს 39.416 მოსწავლეს, მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეთა რაოდენობაა 5.475. ღონისძიებებზე დასმწრე გულშემატკივართა და პირდაპირ დაინტერესებულ  პირთა რაოდენობაა 157.664 ადამიანი. ფინალურ ღონისძიებაში მონაწილეობდა 83 მოსწავლე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე