ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ლინგვისტური რევოლუცია ”ალჯაზირას” ეთერში

საქართველოს საჯარო სკოლებში დაწყებულ პროექტს ”ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად” ტელეკომპანია ”ალჯაზირამ” სპეციალური სიუჟეტი მიუძღვნა.   ავტორმა უცხოელი პედაგოგების ჩამოყვანას ”ლინგვისტური რევოლუცია” უწოდა და უცხოელ მაყურებელს დეტალურად განუმარტა, რომ ბავშვებისთვის ინგლისური ენის  გაძლიერებულად სწავლება ქვეყანას საბჭოური წარსულისგან  საბოლოოდ გაათავისუფლებს.

ტელეკომპანია საქართველოს მთავრობის მიდგომაზეც საუბრობს. კერძოდ იმაზე, რომ პროექტი აპოლიტიკურია - ესაა დასავლური ღირებულებებისკენ ტრანზიციის საშუალება. ამიტომ, საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ იშურებს, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყანა ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ქვეყანად აქციოს, რადგან ინგლისური ენა ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა მსოფლიოში გზის გასაკვლევად.

ტელეკომპანიასთან ინტერვიუში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი აცხადებს: ”საქართველოს პრეზიდენტი ხშირად ამბობს, რომ  რუსულ აგრესიაზე ჩვენი პასუხი არის რეფორმები და განათლება. ჩვენ არ გვაქვს გაზი და სხვა ბუნებრიუვი რესურსები, თუმცა, ჩვენი სიმდიდრე ინტელექტუალური პოტენციალია”.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე