ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალზე Job Fest

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალში Job Fest მონაწილეობა მიიღო. სამუშაოს მაძიებელ სტუდენტებს სამინისტროს წარმომაგენლებმა, უწყებაში სტაჟიორებისთვის განკუთვნილი ვაკანტური ადგილები გააცნეს და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროვაიდერების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. საუბარი შეეხო, პროფესიული განათლების როლსა და მნიშვნელობას, როგორც დასაქმებისკენ მიმავალ უმოკლეს გზას.

Job Fest - ახალი შესაძლებლობაა ახალგაზრდების დასაქმებისთვის. დასაქმების ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს 18-დან 29 წლის ჩათვლით ასაკის ახალგაზრდებმა, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების სტუდენტებმა და კურსდამთავრებულებმა. პირველად, ამ სეგმენტისთვის 80-მდე დამსაქმებელმა (სახელმწიფო და კერძო სექტორი) 900 -ზე მეტი ვაკანსია წარმოადგინა. ფესტივალი მიზნად ისახავს: დამსაქმებლების და სამუშაოს მაძიებელი ახალგაზრდების დაკავშირებას. სპეციალურად, Job Fest - ისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებ-პორტალზე www.worknet.gov.ge-ზე შეიქმნა ახალი სოფტი, რომლის მისამართია www.jobfest.ge. რეგისტრაციის პროცესი 14 ივნისს დაიწყო და 24 ივნისს 24.00 სთ–ზე დასრულდა. რეგისტრაცია 2300-მდე სამუშაოს მაძიებელმა ახალგაზრდამ გაიარა. Job Fest - ში მონაწილე კომპანიებისა და მათი ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია განთავსდა www.studentjob.ge -ზე, სამუშაოს მაძიებლებს საშუალება ჰქონდათ წინასწარ გაცნობოდნენ ვაკანსიებს, რომ ფესტივალზე გამარტივებოდათ, უკვე შერჩეულ კომპანიებთან დაკავშირება და გასაუბრება.

ახალგაზრდების დასაქმების ფესტივალი Job Fest შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქალაქ თბილისის მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაცია HR hub-ის ორგანიზებით გაიმართა.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე