ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროგრამის „ისწავლე საქართველოში“ ფარგლებში განათლების საერთაშორისო ცენტრის კონკურსის გავლის შედეგად 5 უნგრელი სტუდენტი ჩამოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ  2017 სასწავლო წლისთვის გამოცხადებული კონკურსი - „ სტიპენდია უნგრელი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის“ დასრულდა.  კონკურსის შედეგად 5 გამარჯვებული (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) გამოავლინდა,  რომლებიც ზაფხულის განმავლობაში  თბილისს ეწვევიან და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე შემდეგ საზაფხულო კურსებს გაივლიან:

•   ინდივიდუალური კურსი - სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პოლიტიკა საბჭოთა კავშირის      დაშლის შემდგომ;

•   საქართველოს მითოლოგია;

•   საქართველოს ეთნოგრაფია.

სტიპენდიანტები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან უზრუნველყოფილნი იქნებიან: უფასო სასწავლო კურსით, სამედიცინო დაზღვევითა და სტიპენდიით  600 ლარის  ოდენობით.

ელ.განაცხადების მიღება მიმდინარეობდა 2017 წლის 6 ივნისიდან 2017 წლის 20 ივნისის ჩათვლით.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე