ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლებსა და კოლეჯებში მეწარმეობის სწავლება გაძლიერდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის  (UNIDO) წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.  შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ინიცირებული პროექტის გაცნობა,  რომელიც  სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში,  მიზნად ისახავს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მეწარმეობის სწავლების გაძლიერებას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრიორიტეტს წარმოადგენს  შეიქმნას  ერთიანი მიდგომა მეწარმეობის სწავლებასთან მიმართებაში, შესაბამისად, გაერთიანებული ერების ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაციის  (UNIDO)  წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა შემოთავაზება, რომელიც ითვალისწინებს ზოგადი და პროფესიული განათლების საფეხურზე  ევროპული სტანდარტების შესაბამისი სამეწარმეო კურიკულუმების დანერგვას, მასწავლებელთა კომპეტენციების განვითარებასა  და სოციალური მეწარმეობის კომპონენტის სწავლების გაძლიერებას. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე