ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წყნეთის საზაფხულო ბანაკი მოსწავლეთა მეორე ნაკადს მასპინძლობს

წყნეთში მდებარე ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთი ლოკაციაა, სადაც ზაფხულის განმავლობაში, ერთი კვირით (რამდენიმე ნაკადად, თითოეულ ნაკადში 250-250 მოსწავლე) 3000 მოსწავლე დაისვენებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.  მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკების პროექტი „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“    2017 წლის 21 ივნისს  სწორედ წყნეთიდან დაიწყო და მიმდინარე წლის სექტემბრამდე გაგრძელდება. მოსწავლეთა  საზაფხულო ბანაკი წყნეთში შემდეგი მიმართულებით ხორციელდება-  ხელოვნება,   სპორტი და  მეწარმეობა. 

სახელმწიფო დაფინანსებით ზაფხულის განმავლობაში, შვიდ სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებულ ბანაკში (ანაკლია, მანავი, კაჭრეთი, სალიბაური (აჭარა), ბათუმი, ქუთაისი, წყნეთი)  60-მდე ნაკადი, ჯამში 11 000 სკოლის მოსწავლე გაემგზავრება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპისა და მასშტაბის ბანაკებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პირველად ახორციელებს. 

ბანაკში მოსწავლეთა რაოდენობა განსხვავდება ლოკაციის მიხედვით (საშუალოდ 130-დან 300 ბავშვამდე) და მასში მონაწილეობას  მე-7, მე-8, მე-9 კლასის მოსწავლეები იღებენ სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან, მათ შორის, წარჩინებული მოსწავლეები, მცირე კონტიგენტიანი სკოლის მოსწავლეები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეები, ეთნიკური უმცირესობები, ეტლით მოსარგებლე მოსწავლეები და სხვა. ბანაკის განხორციელება ემსახურება სოციალურ ინტეგრაციას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობას, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებას, ფიზიკურად ძლიერი და სულიერად ჯანსაღი თაობის აღზრდას.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე