ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მიმდინარეობს 2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის განხილვები

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 2018-2019 სასწავლო წლიდან იწყება.

ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი ახორციელებს სასწავლო გეგმის რევიზიას და შესაბამისად, რევიზიის ფარგლებში, პედაგოგებთან, მოსწავლეებთან, პროფესიულ გაერთიანებებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან მართავს სამუშაო შეხვედრების ციკლს ახალ საგნობრივ პროგრამებში დაგეგმილი სიახლეების გაცნობის მიზნით.

სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა სამოქალაქო განათლების, ისტორიის, ქართული ენისა და ლიტერატურის, სპორტის პედაგოგებთან და დარგის სპეციალისტებთან. ისინი გაეცნენ საგნების სწავლებასთან დაკავშირებულ სიახლეებს, დეტალურად განიხილეს ახალი სასწავლო გეგმის მიმდინარე ვერსია. მასწავლებლები მრავალ საყურადღებო შენიშვნას და კომენტარს გამოთქვამენ  ახალი სტანდარტების თაობაზე. მათი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება სასწავლო გეგმაზე მუშაობის პროცესში, რაც მის დახვეწას შეუწყობს ხელს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე