ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროგრამა ,,ALUMNI’’-ის ფარგლებში საჯარო სკოლების კეთილმოწყობა გრძელდება

პროგრამა ,,ALUMNI’’-ის ფარგლებში 158-ე საჯარო სკოლას კურსდამთავრებულებმა 3444 ლარი შემოსწირეს. აღნიშნული თანხით გარემონტდა სკოლის მე-3 სართული, შეიცვალა კარ-ფანჯარა, კეთილმოეწყო სველი წერტილები, მოწესრიგდა კიბეები, გაკეთდა კომპიუტერული კლასი. ,,ALUMNI’’-ის შედეგების სანახავად სკოლას განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ეწვია.

"პროგრამა ,,ALUMNI’’ ფართოდაა გავრცელებული მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში, წარმატებული კურსდამთავრებულები ზრუნავენ საკუთარ სკოლებზე, მათთვის ამ კლუბის წევრობა ერთგვარი წარმატების ნიშანია. მოხარული ვარ, რომ აღნიშნულმა პროგრამამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა საქართველოშიც. სკოლებმა, საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე თავად გადაწყვიტეს საით მიემართათ პროგრამის ფარგლებში შემოსული თანხა. სკოლების კეთილმოწყობა  ,,ALUMNI’’-ის პროექტით მომავალშიც გაგრძელდება’’-განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

პროგრამა ,,ALUMNI’’  საქართველოს პრეზიდენტის მიერ 2010 წლის დასაწყისშია ინიცირებული. წარმატებულ კურსდამთავრებულთა კლუბ ,,ALUMNI’’-ის პროექტის ჩამოყალიბება და განვითარება განათლების რეფორმის მეორე ეტაპის ფარგლებში დაიწყო. ახალ ინიციატივას ქვეყნის მასშტაბით ბევრი წარმატებული კურსდამთავრებული გამოეხმაურა. პროექტმა მათ საშუალება მისცათ საკუთარი წვლილი შეეტანათ მშობლიური  სკოლის კეთილდღეობასა და წარმატებაში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე