ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო-კერძო პარტნიორობის წარმატებული მაგალითი

საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (სტუ) ეწვივნენ, სადაც  საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის ფარგლებში მოწყობილი თანამედროვე ლაბორატორია დაათვალიერეს და  მასწავლებელთა გადამზადების პროცესს გაეცნენ.

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი საჯარო-კერძო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ცენტრის რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის დაფინანსებით, BP საქართველოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 5,5 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 2,3 მილიონი აშშ დოლარი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა - სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანადაფინანსებას წარმოადგენს.

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ახალ, სრულად ადაპტირებულ შენობაში, სადაც სტუდენტები დაეუფლებიან თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისს პროფესიებს მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსისა და წარმოების ავტომატიზაციის ტექნიკოსის მიმართულებით. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ.

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პირველი ლაბორატორია, რომელიც  BP საქართველოს ფინანსური კონტრიბუციითა შეძენილი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა, მასწავლებელთა გადამზადების მიზნით. შეძენილი გერმანული ლაბორატორიის საერთო ღირებულება 578,991 აშშ დოლარია. ამჟამად, ლაბორატორიაში უცხოელი სპეციალისტების მიერ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელის გადამზადება მიმდინარეობს. 


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე