ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ალექსანდრე ჯეჯელავამ ირანის ისლამური სახელმწიფოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის მოჰამედ ფარჰადის ხელმძღვანელობით ორი სამინისტროს დელეგაციას უმასპინძლა. ირანის ისლამური რესპუბლიკის მეცნიერების, კვლევებისა და ტექნოლოგიების მინისტრის გარდა, დელეგაციის წევრებს შორის იყვნენ ირანის ჯანდაცვისა და სამედიცინო განათლების სამინისტროს წარმომადგენლები.

ორმხრივ შეხვედრაზე, მხარეებმა განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ამ მიზნით, უახლოეს მომავალში დაგეგმილია შესაბამისი ხელშეკრულების ხელმოწერაც.

გარდა ამისა, მხარეებმა სტუდენტების გაცვლასა და დიპლომების ურთიერთაღიარების საკითხებზეც იმსჯელეს და ურთიერთობის გაღრმავების მიზნით,   სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს საგანმანათლებლო-სამეცნიერო პოტენციალის გაცნობის მიზნით, ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა  გიორგი ელიავას სა­ხელობის  ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინ­სტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი მოინახულეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე