ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლება - ყველაზე მოკლე გზა დასაქმებისთვის

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამბროლაურის პროფესიული კოლეჯი „ერქვანი“ მოინახულა, სასწავლო პროცესს გაეცნო, სტუდენტებს შეხვდა და კურსდამთავრებულებს დიპლომები გადასცა.

კოლეჯში რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, სხვადასხვა დარგის კვალიფიციური, კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება ხორციელდება. კოლეჯი მსურველებს მაღალი ხარისხის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს და ტრენინგ-კურსებს სთავაზობს. აქ ასაკის შეუზღუდავად, ნებისმიერ მსურველს შეუძლია დაეუფლოს ახალ პროფესიას ან, აიმაღლოს კვალიფიკაცია და დასაქმდეს. „ერქვანში“ ბუღალტერ-ტექნიკოსის (მოდულური პროგრამა), მეღვინის, ტრაქტორისტ-მემანქანის, ვეტერინარიული მომსახურების სპეციალისტის, იუველირის, მემინანქრის სპეციალობებს ეუფლებიან.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე