ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომა გაიმართა

პროფესიული განათლების ეროვნული პროფესიული საბჭოს მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. სხდომას, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა უძღვებოდა, სოციალური პარტნიორები და კოლეგა სამინისტოროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ეროვნული პროფესიული საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა პროფესიული განათლების სიტემაში მიმდინარე, II კვარტლით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმის ანგარიში და სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების მონიტორინგის შედეგები. ასევე, სხდომის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი სიახლეების შესახებ, რომელიც გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფუძნებასა და პროფესიული განათლების ბრენდინგს გულისხმობს.

პროფესიული განათლების ეროვნული საბჭოს მუშაობა მომავლშიც აქტიურად გაგრძელდება, ვინაიდან, პროფესიული განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პორცესში სოციალური პარტნიორების ჩართულობის უზრუნველყოფა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე