ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო კავშირები იზრდება

ვენაში დასრულდა უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) კონფერენცია, რომელშიც მსოფლიოს 75 ქვეყნის 400-მდე უნივერსიტეტის, მათ შორის 30-მდე ქართული სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენელი მონაწილეობდა. კონფერენცია იყო უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი უნივერსიტეტებისთვის წარმოეჩინათ თავინთი საერთაშორისო პოტენციალი, ხოლო კავშირები, რომელიც უცხოურ უნივერსიტეტებთან დამყარდა, ხელს შეუწყობს ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას, გაზრდის გაცვლითი პროგრამების რაოდენობას და უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთათვის ორმაგი დიპლომების გაცემას. ქართული უნივერსიტეტების ცნობადობის გაზრდას ხელს ისიც შეუწყობს, რომ უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის (IAUP) პრეზიდენტად, სამი წლის ვადით, არჩეული იქნა კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე