ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის განცხადება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისა და  კონტროლის პალატის მიერ ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო და სარევიზიო ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია "ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის" კახეთის საცდელი სადგურის დირექტორი გიორგი ბოლღაშვილი და ამავე დაწესებულების მთავარი ბუღალტერი გელა ჯანიაშვილი. მათ ბრალად ედებათ დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვა ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადების გზით.

დაკავებული სახელმწიფო მოხელეები ინსტიტუტის წესდებით განსაზღვრული სამეცნიერო საქმიანობის ნაცვლად, წლების განმავლობაში ეწეოდნენ სამეწარმეო საქმიანობას, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას იყენებდნენ პირადი ინტერესებისთვის, მოჰყავდათ სხვადასხვა დასახელების სასოფლო-სამეურნეო კულტურები, ახდენდნენ მის რეალიზაციას და ამონაგებ თანხებს ითვისებდნენ.

დანაშაულებრივი კვალის დაფარვის მიზნით კი, გ. ბოლღაშვილი და გ. ჯანიაშვილი ზემოხსენებულ სამეურნეო-საფინანსო ოპერაციებს აფორმებდნენ ფიქტიურად. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ  მათ მიერ  მითვისებული და გაფლანგულია 2.100.000 ლარის სახელმწიფო ქონება. ამასთან გიორგი ბოლღაშვილმა განახორციელა თანხის უდიდესი ნაწილის ლეგალიზაცია - შესყიდულია სხვადასხვა სამეურნეო დანიშნულების ობიექტი.

"ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების ინსტიტუტის" კახეთის საცდელი სადგურის დირექტორს გიორგი ბოლღაშვილს და ამავე დაწესებულების მთავარ ბუღალტერს გელა ჯანიაშვილს ბრალი წარედგინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 210-ე მუხლების გათვალისწინებით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბოლღაშვილს და  გელა ჯანიაშვილს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე