ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საჯარო სკოლებში აკაკი წერეთლის კვირეული გაიმართება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საქართველოს საჯარო სკოლებში აკაკი წერთლის 170-ე წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეული 25-29 ოქტომბერს ჩატარდება. კვირეულის ფარგლებში სკოლები დაგეგმავენ და განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობებს, მათ შორის  გაიმართება თხზულებების კონკურსი თემაზე: ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი’’. კონკურსში მონაწილეობას მიიღებენ VIII-XII კლასის მოსწავლეები. კონკურსი განხორციელდება 3 ეტაპად: სასკოლო, რეგიონული და დასკვნითი ტურები. 

კონკურსის საწყისი ეტაპი პირველი ოქტომბრიდან რვა ოქტომბრამდე საჯარო სკოლებში ჩატარდება, შემდეგ 22-27 ოქტომბერს გაიმართება რეგიონალური და დასკვნითი ტურები.

რეგიონალურ კონკურსში გამარჯვებული თხზულებების ავტორებს სერტიფიკატები, ხოლო საბოლოოდ გამარჯვებულ სამ მოსწავლეს სერტიფიკატებთან ერთად ფულადი პრიზები გადაეცემათ: I ადგილზე გასულ მოსწავლეს - 700 ლარი, II ადგილზე გასულს - 500 ლარი,  III ადგილის მფლობელს კი 300 ლარი.

კონკურსის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ პირველ საჯარო სკოლაში გააკეთა. ,,წელს ქართველი ერი უდიდესი   მგოსნის აკაკი წერეთლის 170-ე წლის იუბილეს აღნიშნავს. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებმა გაითავისონ მისი როლი ქართული ცნობიერების თავისუფლებისკენ სწრაფვის იდეის ჩამოყალიბების პროცესში. აკაკის შემოქმედება მთლიანად გამსჭვალულია თავისუფლებისკენ სწრაფვაში, რაც ერთ ფრაზაში ,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს, თავისუფლების ძებნაში მკვდარი’’ გამოიკვეთა. კონკურსიც სწორედ ამ თემატიკას მიეძღვნა’’ - აღნიშნა კოკა სეფერთელაძემ.

გამარჯვებულების საზეიმო დაჯილდოვება  აკაკი წერეთლის სახლმუზეუმში სოფელ სხვიტორში გაიმართება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე