ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სემინარი პროფესიული კოლეჯების დირექტორებისთვის

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებითა და საზოგადოებრივი კოლეჯის „ახალი ტალღა“ ხელშეწყობით, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთათვის საინფორმაციო სემინარი გაიმართა.

სემინარს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ნატრიაშვილი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავჯდომარე, მარიამ ჯაში უძღვებოდნენ. მონაწილეებს პროფესიული განათლების სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ. ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან, მოხდა წარმატებული მაგალითების გაზიარება კერძო სექტორთან თანამშრომლობის ფარგლებში.

ღონისძიებას საჯარო და კერძო, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, აჭარის განათლების მინისტრი, მინისტრის მოადგილე, ა/რ დასაქმების სააგენტოს წარმომადგენლები და ტურიზმის სექტორში მოქმედი ადგილობრივი დამსაქმებლები ესწრებოდნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე