ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებულ პირებს იწვევს მონაწილეობა მიიღონ ინტერესთა გამოხატვის პროცესში, რომელიც სკოლამდელი და სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალში მონაწილეობას ეხება, კერძოდ: არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 ივლისისა, ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა (პირმა, ორგანიზაციამ..) სამინისტროს ელ. ფოსტაზე: [email protected] უნდა გამოაგზავნოს შემდეგი ინფორმაცია:

1. დაინტერესება საგანმანათლებლო რესურსების ფესტივალში მონაწილეობის მიღებაზე;

2. საგამოფენო ექსპონატების განსათავსებლად საჭირო ფართის ოდენობა (კვ.მ);

3. ექსპონატების სახეები.

აღნიშნული ფესტივალი მიზნად ისახავს ბაგა-ბაღებისა და სკოლებისათვის, ბავშვების/მოსწავლეების, მათი მშობლების, აღმზრდელ-პედაგოგებისა და მასწავლებლებისათვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსების შესახებ ინფორმაციის ერთიან სივრცეში განთავსებასა და მათი გაცნობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

ფესტივალის ფარგლებში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება საგამოფენო ექსპონატის სახით წარმოადგინოს: მულტიმედიური ტექნოლოგიები, 3D დისპლეი/მოწყობილობები, აუდიო/ვიდეო ტექნიკა, ციფრული კამერები, მონიტორები, პროექტორები, მოდელები, ხელსაწყოები, პლაკატები, ბარათები, თვალსაჩინოებები, საგანმანათლებლო თამაშები, შემეცნებითი ფილმები, სხვადასხვა სასწავლო ინვენტარი (მათ შორის, სპორტული) და ტექნიკა, ატლასები, გლობუსები, რუკები, ლაბორატორიული აღჭურვილობები, სხვადასხვა საკითხავი მასალები, ჟურნალები, ენციკლოპედიები, ლექსიკონები, ცნობარები, ელექტრონული რესურსები და სხვა, სააღმზრდელო და სასწავლო მიზნებთან შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსები.

ფესტივალის გამართვა დაგეგმილია მიმდინარე წლის შემოდგომით (სექტემბერი/ოქტომბერი) საქართველოს 8 ქალაქში: თბილისი, ბათუმი, ზუგდიდი, ქუთაისი, ბორჯომი, გორი, მარნეული და თელავი.

საგამოფენო ექსპონატების განსათავსებლად სამინისტრო ფესტივალის თითოეულ მონაწილეს უფასოდ გამოუყოფს ფიქსირებულ ფართს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე