ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა კონფერენცია

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტთა ყოველწლიური კონფერენცია გაიმართა. ფორუმს ცენტრის კურსდამთავრებული სტუდენტები, მიმდინარე გრანტის მფლობელები და 2017-2018 სასწავლო წლის კონკურსის გამარჯვებული სტიპენდიანტები დაესწრნენ.

ფორუმი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ გახსნა, სტიპენდიანტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა და „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ პრიორიტეტებისა და პერსპექტივის შესახებ ისაუბრა.

განთლების საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა ნინო ჭელიძემ კი ბენეფიციარებს ცენტრის მიმდინარე პროგრამები, შერჩევის კრიტერიუმები, ინიციატივები და ახალი „კურსდამთავრებულთა მცირე საგრანტო პროგრამა“ გააცნო. სამუშაო სესიებზე ასევე განიხილეს ცენტრისა და დაფინანსებული, თუ მიმდინარე გრანტის მფლობელი სტუდენტების ურთიერთვალდებულებები, ცენტრის ჩართულობა დასაქმების პროცესში, სტიპენდიანტებსა და ცენტრს შორის ორმხრივი კომუნიკაციის სტრატეგია.

ცალკე სესია დაეთმო საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების რექტორებს, რომლებმაც „საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სტიპენდიანტების დასაქმების პერსპექტივებზე ისაუბრეს.

წელს განათლების საერთაშორისო ცენტრმა სტუდენტების მეოთხე თაობა შეარჩია, ვისაც საშუალება მიეცემა როგორც სახელმწოფო დაფინანსების, ასევე საერთაშორისო სასტიპენდიო პარტნიორობის სქემების ფარგლებში სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხი მოიპოვონ საზღვარგარეთ. 2017 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრი 200-ზე მეტ სტუდენტს მისცემს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობას. 100-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდება მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით. 20-მდე სტუდენტი საფრანგეთისა და საქართველოს სახელმწიფო ხელშეკრულების სასტიპენდიო პროგრამით, 12 სტუდენტი ამერიკა-საქართველოს ფულბრაითის პროგრამის თანადაფინანსებით, ხოლო 80 სტუდენტი უნგრეთის გაცვლით პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

განათლების საერთაშორისო ცენტრმა 2014 - 17 წლებში 341 სასწავლო სასწავლო სტიპენდია გასცა საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთ სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მოღვაწეობს შესაბიმის სფეროში.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე