ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„განათლების მეორე შესაძლებლობის“ დანერგვის შესაძლო სტრატეგია განიხილეს

,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ ეროვნული მოდელის სტრატეგიის დანერგვის ფარგლებში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის მონაწილეობით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  

შეხვედრაზე ,,განათლების მეორე ალტერნატიული პროგრამების“ (ე.წ. დაწევის პროგრამების) განხორციელების ორგანიზაციული პრინციპები განიხილეს, რომელიც 9 კლასის ატესტატის არ მქონე სკოლის მიღმა დარჩენილი ახალგაზრდების ფორმალურ განათლებაში ჩართვის შესაძლებლობას გულისხმობს.

,,განათლების მეორე შესაძლებლობის“ საგანმანათლებლო მოდელი, ალტერნატიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ითვალისწინებს სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის. პროგრამების მიზანია, განათლება მისცეს  მათ ვინც ადრეულად, სავალდებულო ზოგადი განათლების დასრულებამდე მიატოვა სკოლა ან საერთოდ არ უვლია სკოლაში, არ გააჩნიათ 9 კლასის დასრულების დამადასტურებელი ატესტატი და შესაბამისად დღეს-დღეობით არ აქვთ უფლება  ჩაირიცხონ პროფესიულ სასწავლებელში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე