ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოსა და გერმანიას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობა გრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და გერმანიის საგარეო საქმეთა  ფედერალური სამინისტროს კულტურისა და კომუნიკაციის განყოფილების უფროსმა, ელჩმა ვერნერ ვნენდტმა ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.

სამინისტროში დღეს გამართულ  შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას  შორის 2009 წლიდან მოქმედებს ტვინინგის პროექტი - ,,საქართველოში  ბოლოონიის  პროცესის ამოცანების  განსახორციელებლად  შესაძლებლობების  გაძლიერება’’, რაც  მიზნად ისახავს საქართველოს ჩართვას უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში. პროექტის გერმანელი პარტნიორები არიან გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო, პედაგოგიური სწავლების საერთაშორისო ცენტრი და გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური. 

ტვინინგის პროექტის ფარგლებში ორ ქვეყანას შორის აქტიურად მოქმედებს გაცვლითი პროგრამები. ოთხმოცდათოთხმეტი ქართველი ახალგაზრდა მეცნიერი და უმაღლესი სასწავლებლების დოცენტები 2010-2011 სასწავლო წელს გერმანიაში გაემგზავრნენ, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებში ისწავლიან.

,,განათლების სფეროში გერმანია საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ახლო პარტნიორია. გერმანიის სახელმწიფო დებს ინვესტიციებს  განათლების სფეროში, რაც კიდევ ერთხელ  მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცის სრულფასოვანი წევრია.’’-აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
გერმანიასთან  თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია თბილისში გერმანიის საერთაშორისო სკოლის გახსნაც, რომლის ატესტატს საერთაშორისო აღიარება ექნება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე