ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალი შეიქმნება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ პროექტს იწყებს, რომელიც საბავშვო შემეცნებითი ანიმაციური სერიალის შექმნას ითვალისწინებს. სერიალში გაჟღერდება სხვადასხვა თემატიკის ირგვლივ სასარგებლო მესიჯები. აღნიშნული სიახლე ხელს შეუწყობს ბავშვების სოციალური უნარების, სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებასა და ისეთი საკითხების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, როგორიცაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, გარემოს დაცვა, ბავშვთა უფლებები (მაგ. განათლების უფლება, ინკლუზიური განათლება) სწავლისადმი ინტერესის გაღრმავება, შრომისმოყვარეობა, მეგობრობა.

ამ მიზნიდან გამომდინარე გაიმართა კრეათონი - კონკურსი, რომლის  ფარგლებშიც მოხდა კრეატიული იდეების გენერირება ორი მიმართულებით - სინოფსისი და გმირების ესკიზები. ჟიურის მიერ გამოვლინდა გამარჯვებულები და მათ ფულადი პრიზი გადაეცათ 1000 ლარის ოდენობით. კრეათონის ფარგლებში შერჩეული იდეები გამოყენებული იქნება საბავშვო ანიმაციური სერიალის განვითარებისთვის. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე