ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“ ცნობილი უცხოური ორგანიზაცია დაინტერესდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტით „ვისწავლოთ საქართველოში“,  მსოფლიოს ბევრი წამყვანი უნივერსტიტეტი, სააგენტო და სწავლის მსურველი ინტერესდება. შესაბამისად, დიდია გამოხმაურება და უკვე საქართველოსაც ეწვია კომპანია საერთაშორისო განათლების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის ICEF-ის წარმომადგენლები, ICEF მსოფლიო მასშტაბით აერთიანებს საერთაშორისო სტუდენტების რეკრუტირების ყველაზე მსხვილ და მრავალრიცხოვან სააგენტოებს/აგენტებს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს ბადდეს და პროფესორ მაიკლ ჰენინგერს,  საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულებების უცხოენოვან პროგრამებს. სტუმრები ასევე ეწვივნენ რამდენიმე სახელმწიფო უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას, დაათვალიერეს ინფრასტრუქტურა, შეხვდნენ პროფესორ-მასწავლებლებს და  დაგეგმეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

მიმდინარე წელს პირველად წარდგა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიებაზე  პროექტით  "ვისწავლოთ საქართველოში". პროექტის მიზანია საქართველოს, როგორც საგანმანათლებლო ჰაბის პოპულარიზება და უცხოელი სტუდენტების მოზიდვა ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს კერძო და სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლები  დაინტერესებულ უცხოელ მოქალაქეებს თავიანთ უცხოენოვან საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებს და საქართველოში სწავლის პირობებს აცნობენ. საერთაშორისო ბაზარზე ქართული მხარის მიერ წარმოდგენილი პროექტი და შეთავაზებული პროგრამები დამთვალიერებელთა დიდ ინტერესს იწვევს. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის ცნობადობის გაზრდას, რაც არის გარანტი უფრო მეტი უცხოელის მოზიდვისა ჩვენი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე