ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ევროკომისიის უმაღლესი განათლების ექპერტის სამუშაო ვიზიტი საქართველოში

საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ევროკავშირის განათლების ექსპერტების დახმარებით,  მიმდინარეობს მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სტრატეგიული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესის დახვეწის მიმართულებით. ექსპერტები ამ ეტაპზე საქართველოში იმყოფებიან და შეხვედრებს მართავენ.

ამ მიზნით, საქართველოში სამუშაო მისიით იმყოფებოდა ევროკომისიის უმაღლესი განათლების ექსპერტი, პიტერ დებრეცენი, რომელიც ექსპერტულ დახმარებას უწევს სამინისტროს, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის უმაღლესი განათლების მიმართულების ფორმირებისა და არსებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების პროცესში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე