ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უსაფრთხო სკოლა - მანდატურთა საერთაშორისო კონფერენცია აშშ-ში

ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქში, ვაშინგტონში,   უსაფრთხო სკოლის თემატიკაზე ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის "NASRO" რიგით 27-ე კონფერენცია ჩატარდა, სადაც ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამასახურის წარმომადგენლები.

კონფერენციას სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი პრეზიდენტი მო კენედი უძღვებოდა, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს და სკოლის მანდატურის სამსახურს თანამშრომლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისთვის.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა გაფართოებული და მნიშვნელოვანი ინდივიდუალური შეხვედრები, სადაც  განხილული იქნა არსებული და მიმდინარე პროექტები, აგრეთვე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების და "NASRO"-ს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურთათვის გადამზადების ტრენინგების საკითხები. 

კონფერენციას ესწრებოდა თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი, ამერიკის შეერთებული შტატების სკოლის მანდატურთა ეროვნული ასოციაციის "NASRO" წევრები და სხვადასხვა ქვეყნის მანდატურის სამსახურის წარმომადგენლები. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე