ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამხრეთ კორეასთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის

კორეისტიკის აკადემიის (The Academy of Korean studies) მიწვევით და დაფინანსებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის დემოკრატიულ რესპუბლიკაში იმყოფებოდნენ, სადაც, განათლების სფეროს წარმომადგენლებთან, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანი არაერთი შეხვედრა გაიმართა. მასპინძლების მხრიდან დიდი იყო დაინტერესება საქართველოს განათლების სისტემით და ამ კუთხით მიმდინარე რეფორმებით. შეხვედრებზე გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებაზე როგორც ზოგად, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებებით, რაც გულისხმობს გაცვლითი პროგრამების ამოქმედებას, ერთობლივი კონფერენციების ორგანიზებას და გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს დელეგაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ კორეის განათლების სისტემას, სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებს.

კორეისტიკის აკადემიის დირექტორის ინიციატივით, მომავალი წლისთვის კორეაში დაიგეგმება საქართველოს კვირეული, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე ყოფის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და, შესაბამისად, ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებას.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე