ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეებში შრომითი უნარების განვითარებისთვის სპეციალური პროგრამა ამოქმედდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის  ფარგლებში, სპეციალური კურსი შეიქმნა, რომელიც პილოტირების რეჟიმში 4 პროფესიული სასწავლებლისა და 6 საჯარო სკოლის მონაწილეობით განხორციელდა.  კურსი იყო ინოვაციური მიდგომა და ითვალისწინებდა სკოლის მოსწავლეების ვიზიტებს (ორი თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ) პროფესიულ სასწავლებლებში და ადგილზე  მინიმუმ ორი განსხვავებული პროფესიის პრაქტიკულ მოსინჯვას. პროცესის მონიტორინგმა   აჩვენა,  რომ მოსწავლეებს მნიშვნელოვნად შეეცვლათ დამოკიდებულება პროფესიული განათლებისა და ზოგადად, სხვადასხვა პროფესიების მიმართ, დაეუფლნენ ელემენტარულ  უნარებს მებაღეობის, ცხოველების მოვლის, კულინარიის, ხეზე მუშაობის  და სხვა მიმართულებით. მოსწავლეები თვლიან, რომ პროცესი იყო სახალისო და საინტერესო. 

ახალ ინიციატივას  მიეძღვნა კონფერენცია, რომლის  მიზანს წარმოადგენდა დაინტერესებული მხარეებისა და სკოლის მოსწავლეებისათვის პროფესიული უნარების განვითარების  კურსების  პილოტირების შედეგების გაცნობა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  აღნიშნული მეთოდოლოგიის უფრო მასშტაბურად დანერგვის საკითხებზე მუშაობს, სადაც თავად სკოლებსაც მიეცემათ საშუალება განუვითარონ მოსწავლეებს შრომითი უნარები და მიაწოდონ ინფორმაცია პროფესიების შესახებ. 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე