ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის

2014 წლიდან, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობს პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამები. პროექტის ფარგლებში მიღწეულ შედეგებს და მომავალ გეგმებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა გაეცნო.

პროექტის ბიუჯეტია 16 მილიონი აშშ დოლარი, რომელიც ფინანსდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფარგლებში და მიზნად ისახავს დასაქმების ხელშეწყობასა და ახალი, თანამედროვე სტანდარტის და საერთაშორისო სერტიფიკატის გამცემი პროფესიული განათლების პროგრამების შეთავაზებას საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 10 საგრანტო განაცხადი (საჯარო და კერძო სექტორები). გრანტების ჯამურმა რაოდენობამ 12 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამას დაემატა 6.3 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის თანადაფინანსება, როგორც კერძო ასევე საჯარო სექტორიდან. დაფინანსებული პროექტების ფარგლებში ხდება შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი მაღალი ხარისხის პროფესიული განათლების პროგრამების შემუშავება და/ან გაძლიერება. ამ პროგრამების დანერგვა ხელს უწყობს კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვან ზრდას.

ასევე, ყოველწლიურად, ფონდი აცხადებს პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსს (STPP). კონკურსი მიზნად ისახავს დამსაქმებლებთან თანამშრომლობის არსებული საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენას, რაც გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 25,000 აშშ დოლარამდეა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე