ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საზაფხულო ბანაკები 2017 - კაჭრეთი

კაჭრეთის პროფესიული კოლეჯის ტერიტორიაზე განთავსებულ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ესტუმრნენ. ბანაკში დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მოსწავლეები ისვენებენ და პარალელურად, სხვადასხვა პროფესიებს ეუფლებიან.

მოსწავლეებმა მინისტრებს თავად გააცნეს რას საქმიანობენ დღის განმავლობაში და რა უნარები შეიძინეს. ბოლოს კი, საგანგებოდ მომზადებული ფლეშმობი წარმოუდგინეს სტუმრებს.

კაჭრეთის საზაფხულო ბანაკის პროგრამა კინო გადაღებებს, სცენარის სპეციფიკის გაცნობას, მონტაჟის სწავლებას, ფოტოხელოვნების ვორქშოპებს, კულინარიასა და ღვინის ჩამოსხმის ტექნოლოგიის შესწავლას ითვალისწინებს. მოსწავლეები ჩართულნი არიან ასევე სხვადასხვა ინტელექტუალურ, სპორტულ აქტივობებსა და გუნდურ თამაშებში. იმართება ფილმების ჩვენება ღია ცის ქვეშ და ა.შ.

კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯში საზაფხულო ბანაკი 10 ივლისს გაიხსნა და ის შვიდიდან ერთ-ერთი ლოკაციაა, რომელიც 2017 წლის ივლის-სექტემბერში 1500 ბენეფიციარს ნაკადებად (თითოეულ ნაკადზე 150 მოსწავლე) მიიღებს.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე