ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალქალაქში, სომხურ ეპარქიაში, სახელმწიფო ენის სწავლება დაიწყო

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ზრდასრულ მოსახლეობაში  სახელმწიფო ენის შესწავლა სულ უფრო პოპულარული ხდება. ისინი  სურვილს გამოთქვამენ შეისწავლონ სახელმწიფო ენა. საქართველოს განათლების სამინისტროს ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ ახალქალაქში, სომხური სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის სამცხე-ჯავახეთის ვიკარიატში, ეპარქიის თხოვნის საპასუხოდ, ქართული ენის სწავლება დაიწყო.

სომხური ეპარქიის ინიციატივით, სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის ფარგლებში, A1 დონის ჯგუფი შედგა, რომელშიც ეპარქიის სასულიერო პირები და თანამშრომლები უფასოდ ეუფლებიან სახელმწიფო ენას, რაც მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ  ინტეგრაციას ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან მახარაშვილი და პარლამენტის დეპუტატები ახალქალაქის სომხურ ეპარქიაში ზემოხსენებული ჯგუფის მეცადინეობას  დაესწრნენ და აღნიშნეს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის აუცილებელია სახელმწიფო ენის ცოდნა, რათა მათ სრულფასოვნად მიიღონ ყველა ის სიკეთე და გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს.

ლია გიგაურის თქმით, ჟვანიას სკოლამ 160 მობილური ჯგუფი მოამზადა, რათა  იქ, სადაც არსებობდა ენის შესწავლაზე მოთხოვნა, დაინტერესებულ პირებს საშუალება ქონდეთ ადგილზე მიიღონ საგანმანათლებლო სერვისი: „ ჩვენ სწორედ ერთ-ერთი ასეთი ჯგუფის გაკვეთილს დავესწარით. პირველად საქართველოს ისტორიაში, საეკლესიო პირებმა, სომხურენოვანი თემის წარმომადგენლებმა, გამოთქვეს სურვილი, რომ საკუთარ მრევლთან ერთად შეისწავლონ სახელმწიფო ენა. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე