ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რთველი და ინგლისურენოვანი პედაგოგები

პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში ჩამოსულმა ინგლისურენოვანმა  მასწავლებლებმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად კაჭრეთის პროფესიული სწავლების ცენტრის ბაზაზე გამართულ რთველში მიიღეს მონაწილეობა. 

ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სამოცმა პედაგოგმა თავად დაკრიფეს ყურძენი, დაესწრნენ ყურძნის დაწურვასა და ჩურჩხელის ამოვლების ცერემონიას.  

,,საქართველოზე ბევრი მსმენია, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, ქართველი ხალხის სტუმათმოყვარეობა და ადათ-წესები მართლაც  საოცრებაა.  მიხარია, რომ თავად მივიღე

მონაწილეობა რთველში’’- აღნიშნა ინგლისურენოვანმა პედაგოგმა პიტერ ფარელმა.

დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ინგლისურენოვანმა პედაგოგებმა, დროის მცირე მონაკვეთის მიუხედავად უკვე მოახდინეს ინტეგრაცია და გაითავისეს ქართული წეს-ჩვეულებები. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ უცხოელი პედაგოგები საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მიშვნელოვანია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე