ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სკოლის დირექტორებისთვის და ფასილიტატორებისთვის ტრენინგები გრძელდება

 

სკოლის მართვის გაუმჯობესების საკითხებზე დირექტორებისა და ფასილიტატორებისთვის ტრენინგების ციკლი გრძელდება, რომელსაც  „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

ხარაგაულის, ხონისა და ჭიათურის  სკოლებიდან, ტრენინგში  ამჯერად  170-მდე დირექტორი და შერჩეული ფასილიტატორი  მონაწილეობს, რომლის მუშაობას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეები ლია გიგიური და ქეთი ნატრიაშვილი გაეცნენ და მონაწილეებს პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე, სამინისტროს გეგმებსა და სკოლებში დაგეგმილ ცვლილებებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

ლიდერობის აკადემიის სატრენინგო პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო სკოლების დირექტორებს, ეფექტიანად მართონ სკოლა და შექმნან მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო.  ასევე, მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობის და თანამშრომლობის  უნარ-ჩვევები. 

ლიდერობის აკადემია სამი დონისაგან შედგება და წარმოადგენს ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას, რომელიც 2016 წლის 15 აგვისტოს დაიწყო და 2018 წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაგრძელდება. პროგრამაში ყველა საჯარო სკოლის დირექტორია ჩართული.  ტრენინგები ტარდება როგორც თელავში, ასევე ბაზალეთსა და წყალტუბოში.    

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე