ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საზაფხულო ბანაკი ქუთაისში

მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკებიდან ერთ-ერთი ქალაქ ქუთაისში, კადეტთა ლიცეუმის ბაზაზე ფუნქციონირებს. ეს ბანაკი განსაკუთრებით საინტერესო რობოტექნიკით დაინტერესებული მოზარდებისთვისაა, ვინაიდან პროგრამა, რომელიც ბანაკში ხორციელდება მოიცავს - რობოტების და ელექტრო მოდელების აწყობას, დრონების მართვას... თუმცა, პროგრამა მრავალფეროვანია და გარდა რობოტექნიკისა, მოზარდებს სთავაზობს სპორტულ და შემეცნებით ღონისძიებებს, გასვლით ექსკურსიებს კანიონებზე. პროგრამაში მონაწილეობას 1500 ბენეფიციარი იღებს, რომლებსაც 2017 წლის ივლის-სექტემბერში ნაკადებად (თითოეულ ნაკადზე 250 მოსწავლე) მასპინძლობს ბანაკი. რობოტექნიკის ბანაკი, რამდენიმე სხვა ბანაკთან ერთად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრთან ერთად ხორციელდება. ბანაკი საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა მოინახულეს. მთავრობის წევრები მოზარდებისთვის განკუთვნილ აქტივობებსა და მათ საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე