ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო. კამპანიის ფარგლებში, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის ბაზაზე მოქმედ მოსწავლეთა საზაფხულო ბანაკში, ჯანსაღი ცხოვრების ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების მიზანს მოზარდებში ჯანსაღი საკვები პროდუქტების შესახებ ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. ფესტივალს საქართველოს ვიცე-პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ცნობილი სპორტსმენები ვლადიმერ ბოისა და ლევან კობიაშვილი, ასევე, რაგბისტები და ფეხბურთელები შეუერთდნენ.

წყნეთის ბანაკში ამ ეტაპზე მე-7, მე-8 და მე-9 კლასელი 300 მოსწავლე ისვენებს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მათ შორის არიან - წარჩინებული, მცირე კონტიგენტიანი სკოლისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებნი და სხვა.

ფესტივალის ფარგლებში, მოსწავლეები დილიდან სხვადასხვა ღონისძიებაში იყვნენ ჩართულნი - ჩაუტარდათ ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შესახებ, მონაწილეობა მიიღეს ჯანსაღი ცხოვრების სლოგანებისა და პოსტერების შექმნაში, გაიმართა სპორტული შეჯიბრებები რაგბში, ფეხბურთში, კალათბურთსა და ბალახის ხოკეიში. შეჯიბრებებში, ბავშვებთან ერთად, სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ. ასევე გაიმართა კულინარიული მარათონი - ვინ უფრო სწრაფად გადაარჩევდა ჯანსაღ პროდუქტებს, მოეწყო სლოგანებისა და პოსტერების გამოფენა, ჟიურის მიერ მათ შორის საუკეთესოებიც გამოვლინდა.

გამორჩეული სლოგანებისა და პოსტერების ავტორები, ასევე სხვადასხვა შეჯიბრში გამარჯვებულები მინისტრებმა დააჯილდოვეს. მოსწავლეებს საჩუქრები გადასცეს ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია „ჯეოსელის“ წარმომადგენლებმა, ვლადიმერ ბოისამ კალათბურთით დაინტერესებულ მოსწავლეებს წიგნები გადასცა, სადაც მის წარმატებულ სპორტულ ცხოვრებაზეა მოთხრობილი. ფესტივალის ფარგელებში ასევე გამოვლინდნენ „ჯანსაღი ცხოვრების ელჩები“- მოსწავლეები, რომლებიც თავიანთი ქალაქის, რაიონისა თუ, სოფლის სკოლებში პოპულარიზაციას გაუწევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს. 

სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების მიზნით:

სკოლებს უკვე მიეცათ რეკომენდაცია, რომ ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს მხოლოდ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტი შესთავაზონ. ამასთან, სამინისტროს მიერ უკვე შემუშავდა სკოლის ბუფეტების ფუნქციონირების საერთო წესი, რომლის თანახმად, ბიზნესოპერატორებს სკოლებში ეკრძალებათ ისეთი არაჯანსაღი საკვების შეტანა, როგორიცაა წასახემსებელი ჩიფსები, კანფეტები, შოკოლადები, გაზიანი სასმელები (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) და ზოგადად, ზედმეტად მარილიანი და მაღალშაქრიანი პროდუქტები.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე