ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინგლისურენოვანი პედაგოგები ჩამოსვლას განაგრძობენ

პროგრამა ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’ ფარგლებში დღეს საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების მორიგი დელეგაცია ჩამოვიდა.  ორმოცდაათი პედაგოგი  თბილისის საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან და ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისური ენის შესწავლაში დაეხმარებიან.

ამჯერადაც პედაგოგები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, კანადიდან, ავსტრალიიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

,,გათვიცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რაც პედაგოგად მოღვაწეობის პროცესს ახლავს. ჩემს ქვეყანაშიც მასწავლებლად ვმუშაობდი და მესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია სწავლების პროცესის სწორად წარმართვა. ვეცდები ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო საქართველოს მომავალი თაობის აღზრდაში’’ -აღნიშნა ერთ-ერთმა პედაგოგმა.

ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების მიზნით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო  2010 წლის ივლისიდან ახორციელებს პროექტს ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად’’, პროექტი წლის ბოლომდე საქართველოში 1000 ინგლისურენოვანი მასწავლებლის ჩამოყვანას ითვალისწინებს. მომდევნო წლებში მოხალისე მასწავლებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.

პედაგოგები უკვე ასწავლიან საქართველოს რაიონებსა, სოფლებში, მაღალმთიან რეგიონებსა და დიდ ქალაქებში. მათ უკვე შეძლეს საზოგადოებაში ინტეგრირება, ისინი ადგილობრივ მოხალისე ოჯახებში უფასოდ ცხოვრობენ. პროექტის დასრულების შემდეგ კი ინგლისურენოვანი მასწავლებლები მსოფლიოს მასშტაბით საქართველოს კეთილი ნების ელჩები გახდებიან.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის ათი გამარჯვებული პედაგოგი გივი მიქანაძემ დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში მასწავლებლის ეროვნული პრემიის 2026 წლის დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა.გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.
ყველა სიახლე