ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„განათლების მეორე შესაძლებლობის“ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტის განხილვა

პროგრამის „განათლების მეორე შესაძლებლობის“ მონიტორინგის შეფასების ინსტრუმენტი სამუშაო ჯგუფმა განიხილა.  განხილვაში მონაწილეობა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ბავშვთა უფლებების დაცვის წარმომადგენლებმა მიიღეს. განხილვის პროცესში დაინტერესებული მხარეების მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება კითხვარის საბოლოო ვარიანტში.

აღსანიშნავია რომ, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წლის სექტემბრის თვიდან 120 საჯარო სკოლებში  ინკლუზიური განათლების მონიტორინგს იწყებს. გარდა ამისა, დაგეგმილია პროგრამის „განათლების მიღების მეორე შესაძლებლობა"  მონიტორინგიც, რომლის ფარგლებშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შრომის ჯამრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს  დაქვემდებარებაში არსებულ  მიუსაფარი (ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე) ბავშვების დღის ცენტრებში, ტრანზიტულ საგანმანათლებლო პროგრამას  ახორციელებს. პროგრამის მიზანია, მიუსაფარი ბავშვების ფორმალურ განათლებაში/საჯარო სკოლებში ინტეგრაცია. მონიტორინგის საველე სამუშაოები სექტემბრის თვიდან დაიწყება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე