ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ორი უწყების თანამშრომლობა არჩევითი საგნის სტანდარტზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით სახელმძღვანელოს ამზადებს, რომელიც განკუთვნილი იქნება საშუალო საფეხურის არჩევითი საგნისთვის „სამხედრო ისტორია და ეროვნული თავდაცვა“.  აღნიშნულთან დაკავშირებით, განათლების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლები საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკი მალხაზ მაკარაძესა და თავდაცვის უწყების რამდენიმე წარმომადგენელს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო სახელმძღვანელოს დახვეწისა და მოსწავლეებისათვის ადაპტირების საკითხს, ასევე საგნის პედაგოგებისთვის სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსის შექმნასა და პილოტირების პროცედურებს.

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების აზრით, მოსწავლეები უნდა შეისწავლიდნენ საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებს, ეროვნულ და საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემებს, საქართველოს თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების სტრუქტურას, სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თვითგადარჩენის საკითხებს.

თანამშრომლობის შედეგად გამოიკვეთა, რომ ამ საკითხების ნაწილის ასახვა არამარტო საშუალო საფეხურის არჩევითი საგნის სტანდარტში, არამედ გარკვეულწილად საბაზო საფეხურის ისტორიის, გეოგრაფიისა და მოქალაქეობის სასწავლო პროგრამებშიც არის შესაძლებელი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე