ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბათუმის მუსიკალურ ბანაკში

მოსწავლეთა მუსიკალური საზაფხულო ბანაკი საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წელს ბოლო, მე-7 ბანაკი ამოქმედდა ბათუმის კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში. ბათუმის საზაფხულო ბანაკი დაკომპლექტებულია მუსიკით დაინტერესებული მოსწავლეებით, ერთკვირიანი პროგრამა მათ უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს იმოგზაურონ მუსიკის ჯადოსნურ სამყაროში, მოისმინონ ცნობილი მუსიკოსების მასტერკლასები, მონაწილეობა მიიღონ მუსიკალურ ფესტივალსა და კონკურსში. ბათუმის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი სწორედ მომავლის მუსიკოსების აღმოჩენა და ხელშეწყობაა თავიანთი ნიჭის წარმოსაჩენად.

მუსიკალური პროგრამის გარდა, ბანაკის მონაწილეებს აქვთ გასვლითი ექსკურსიები ბათუმის აკვარიუმში, დელფინარიუმსა და ბოტანიკურ ბაღში. პროგრამაში მონაწილეობას 300 ბენეფიციარი იღებს. პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კულტურის სამინისტროსთან და ბათუმის მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორთა ჯგუფთან ერთად ახორციელებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე