ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

გერმანული სკოლის ახალი კამპუსი გაიხსნა

დღეს, საზეიმოდ გაიხსნა თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლისა და საბავშვო ბაღის ახალი შენობა. სასკოლო კამპუსი 2017-2018 სასწავლო წელს სკოლის 116 მოსწავლესა და საბავშვო ბაღის 60 აღსაზრდელს სთავაზობს ადგილს.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 2010 წელს გერმანელი და ქართველი მშობლების ინიციატივით დაარსდა. საქართველოს მთავრობამ 2014 წელს სკოლის კავშირს ტერიტორია გადასცა გერმანულ საგანმანათლებლო დაწესებულების ასაშენებლად. მშენებლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააფინანსა.

თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა ერთ-ერთია მსოფლიოში არსებული საზღვარგარეთის 140 გერმანული სკოლიდან, რომლებსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო აფინანსებს. იგი საქართველოში მოსწავლეებს სთავაზობს სასკოლო განათლებას გერმანულ ენაზე გერმანული სასწავლო გეგმითა და გერმანული ატესტატით. სკოლა პარალელურად ინტეგრირებულია საქართველოს განათლების სისტემაში და გააჩნია სახელმწიფო ავტორიზაცია. იგი ღიაა ბავშვებისთვის როგორც გერმანულენოვანი სახელმწიფოებიდან, ასევე საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს პრეზიდენტმა ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელისაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.ზვიად გაბისონიამ გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან შეხვედრა გამართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ ქალაქ შპაიერში გერმანიის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ კონსტანცე იანდასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილი პედაგოგები დააჯილდოვასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ღვაწლმოსილ პედაგოგებს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცა.
ყველა სიახლე